Quantcast
Channel: What I See | Online Magazine »ინტერნეტი
Viewing all articles
Browse latest Browse all 32

ლედი გაგამ ორლანდოს ტერაქტის შედეგად დაშავებულებს ემოციური გამოსვლა მიუძღვნა

$
0
0

 

ამერიკელი მომღერალი, ლედი გაგა, რომელიც ლგბტ საზოგადოებისადმი მხარდაჭერით გამოირჩევა, ლოს ანჯელესში ათასობით მგლოვიარე ადამიანს შეუერთდა და ფლორიდაში მომხდარ მასობრივ ხოცვას ემოციური გამოსვლა მიუძღვნა.

 ,,ჩვენ ვლოვობთ უდანაშაულო, ლამაზი ადამიანების სიკვდილს. მოდით, ერთგულების ფიცით, შევფიცოთ სიყვარული მათ ვინც ასე ძალიან იტანჯება და მათ ოჯახებს.  ისინი არიან ქალიშვილები და ვაჟები. ისინი იყვნენ დედები და მამაები. ისინი ყველანი არაინ ჩვენი დები და ძმები.” 30 წლის მომღერალმა თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით განაგრძო : ,მე არ მივცემ უფლებას, ჩემს სიბრაზესა და მრისხანებას, რომლებიც ამ თავდასხმამ გამოიწვია, გადაფაროს საჭიროება, პატივი მივაგოთ მგლოვიარეებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები,  ლგბტ თემის წარმომადგენლები, დაკარგეს.”

 

 

მომღერალი ტრაგიკულ მოვლენას სოციალური მედიის საშუალებითაც გამოეხმაურა. მან ხალხს დაშავებულთათვის ლოცვისკენ მოუწოდა.

 

 

ლოს ანჯელესში გამოსვლისას, მომღერალმა თითოეული დაღუპულის სახელი ხამმამაღლა წაიკითხა და ლგბტ თემის წარმომადგენლებს მხარდაჭერა გამოუცხადა :

,,მე იმედი მაქვს, რომ თქვენ იცით, მე და უამრავი სხვა, თქვენი მოკავშირეები ვართ. არა მხოლოდ მე, არამედ ყველა აქ შეკრებილი. ჩვენ  გამოვხატავთ მილიონობით ადამიანის თანაგრძნობასა და ერთგულებას, მთელი მსოფლიოდან, რომლებსაც თქვენი სჯერათ. თქვენ არ ხართ მარტო, თქვენ არ ხართ მარტო.” 

 


Viewing all articles
Browse latest Browse all 32

Trending Articles